25 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო კანონზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, მოვუწოდებთ ყველა ლიდერს, ისარგებლონ ამით და უზრუნველყონ, საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე - შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე შემდგომი მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.

"არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, – წერს შარლ მიშელი.

სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დღეს დაადო.

დღის ამბები