25 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ბრალდებები - აქტივისტები ძალადობისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით, პარტიის წევრებზე სხვადასხვა ფორმით განხორციელდა. როგორც პარტიაში ყვებიან, ნაწილს უცნობი პირები საცხოვრებელ სახლებთან დახვდნენ, ნაწილის დაშინება კი, სატელეფონო ზარებით სცადეს. მიზანი, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამ გზით საპროტესტო პროცესებზე ზეგავლენის მოხდენაა.

"შეცვალეს" აქტივისტმა, ლუკა შველიძემ, მომხდარის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, შედგა დაკითხვის ოქმიც. თუმცა შსს მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მათი გუნდი ძალადობას გმობს და შესაბამისი უწყებები ყველა ფაქტს გამოიძიებენ.

ძალადობის ფაქტების საპასუხოდ, წინა ხელისუფლების მაგალითად მოყვანა სიტუაციასთან შეუფერებლად გამოიყურება ოპოზიციის ნაწილისთვის. ისინი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ მუქარის მსხვერპლი "უცხოური გავლენების შესახებ" კანონის არაერთი აქტიური კრიტიკოსი გახდა.

უმრავლესობის წევრები უარყოფენ რაიმე სახის კავშირს მათთან, ვინც ქუჩებში თუ სატელეფონო ზარებით, ხელისუფლების ოპონენტებს ესხმიან თავს. აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ძალადობა მათი მისამართითაც ხორციელდება, იქნება ეს დეპუტატების, სამართალდამცველებისა თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ. შესაბამისად, პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილზე საუბარს არაობიექტურს უწოდებენ.

დღის ამბები