"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია, დღესაც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან, თუმცა მანამდე სხვადასხვა ლოკაციაზე მსვლელობას მოაწყობენ.
ამ წუთებში კი, "ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მარშით დაიძვრებიან.