25 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში, ძლიერი წვიმის გამო ხელისუფლებამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა

გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო ხელისუფლებამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები, ბაღები და სარდაფები.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, გერმანიის კანცლერმა,ზაარლანდის მხარეში, დაგეგმილი ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის შეხვედრა გააუქმა.

დღის ამბები