25 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ძალადობრივი აქციის მონაწილე სხვის ძალადობაზე რომ ლაპარაკობს, დაუშვებელია - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობაზე საუბარი დაუშვებელია.

"ძალადობრივი აქციის მონაწილე სხვის ძალადობაზე რომ ლაპარაკობს, დაუშვებელია. ეს ძალადობა, სამწუხაროდ არ არის კარგი და მიზანშეწონილი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ წინა უდიდესი ძალადობებით, რაც ამ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს. იგივე პოლიციელებზე თავდასხმები, დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ცალმხრივად ვერასოდეს მართალი ვერ იქნები. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე შემთხვევაში დაუშვებელია ძალადობა, მაგრამ არ შეიძლება შენ კანონზე და სახელმწიფოზე ხელი აღმართო უბრალოდ იმიტომ, რომ შენი აზრის გატანა გინდა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები