ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა.
2001-2003 წლებში ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო. სხვადასხვა წელს, ის იკავებდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. კარიერის დასაწყისში, იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი და შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი. ავთანდილ ჯორბენაძე არის გამოგონების ავტორი.
გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.