25 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
გუშინდელი დღე ნამდვილად იმის დადასტურება იყო, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობისა და მთავრობის კურსი - ნინო ლაცაბიძე

100 დღე და 10 რეგიონი - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დღეს ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს რუსთავში შეხვდნენ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი საუბარი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხებს შეეხო.

ნინო ლაცაბიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გუშინდელ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს დღე იყო იმის დასტური, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობის და მთავრობის კურსი ერთმანეთთან:

"განვიხილეთ როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხები. ხაზი გავუსვით ისეთ საკითხებს, რომლითაც ჩვენმა გუნდმა უნდა გააგრძელოს სვლა ღირსეული სუვერენული ქვეყნით, ქვეყნის გაძლიერებით, რადგან ჩვენ შევძლოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული, დიდი ოჯახის წევრები. გუშინდელი დღეც ნამდვილად იმის დადასტურება იყო, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობის და მთავრობის კურსი, ის კურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული" - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები