25 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
თუ არ ეთანხმება, აუცილებლად უნდა დაწეროს მოტივირებული შენიშვნები და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს - ზაზა თავაძე პრეზიდენტის ვეტოზე

საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხოლოს და კანონშიც ასახოს, თუმცა უკვე ცნობილია ზურაბიშვილის პოზიცია - პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს. 

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უნდა დაწეროს მოტივირებული შენიშვნები და წარუდგინოს პარლამენტს. 

"თუ არ ეთანხმება, აუცილებლად უნდა დაწეროს მოტივირებული შენიშვნები და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. პრეზიდენტმა რომ თქვას, არ ვეთანხმები კანონსო და მხოლოდ ამით შემოიფარგლოს, პარლამენტის რეგლამენტი ამას არ ცნობს.

მე "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, ეს რუსული კანონი უკან გაიწვიოს, მხოლოდ ისინი არიან უფლებამოსილები, რომ ეს კანონი ან უკან გაიწვიონ ან მოიფიქრონ ისეთი მექანიზმი, რომ ძალაში არ შევიდეს," - აცხადებს თავაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. 

"ვენეციის კომისიისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ასახავს და აირეკლავს იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ დასავლელი ლიდერები. ეს კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევროინტეგრაციასთან,"- აცხადებს ფარულავა. 

დღის ამბები