25 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
დღეს კარგი შეხვედრა მქონდა ქალაქ რუსთავში, ჩვენი პარტია ძალიან ძლიერად უნდა მოემზადოს, რომ ამ არჩევნებზე ძლიერი შედეგი დავდოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

100 დღე და 10 რეგიონი - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დღეს ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს რუსთავში შეხვდნენ.

საუბარი მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.

"დღეს კარგი შეხვედრა მქონდა ქალაქ რუსთავში, შევხვდი ქვემო ქართლის პარტიის აქტივს, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზე და მიმდინარე მოვლენებზე. მთავარი განსახილველი თემა კი იყო მოახლოებული არჩევნებია, ჩვენი პარტია ძალიან ძლიერად უნდა მოემზადოს, რომ ამ არჩევნებზე ძლიერი შედეგი დავდოთ," - აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები