25 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლოა მოიძიონ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, ეს იდეალური იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ სამი მოსმენით მიღებული კანონის ირგვლივ შექმნილი მწვავე დაპირისპირების ფონზე, "ქართული ოცნების" გუნდი დისკუსიისთვის მზად არის. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კანონზე ვეტოს გამოყენების პროცეუდრების დროს, მასზე მსჯელობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვეტო სიტუაციას განმუხტავს, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.

"მზად არის გუნდი დისკუსიისთვის თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი არ არსებობს, ალაბთ ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, აი თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლოა მოიძიონ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს მიაღებინებს იმას, რაც მისაღებია, მგონი ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.  

დღის ამბები