25 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილია მრავალფეროვნად, ამ დროს, თურმე პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატებითია შეტანილი კანონში. სად იყვნენ თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება - ირაკლი ღარიბაშვილი

სად იყვნენ ეს ადამიანები თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ფიზიკური პირების შესახებ ცვლილებები დაემატა. 

"ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნად, ამ დროს, თურმე პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატებითია შეტანილი კანონში. კი მაგრამ, სად იყვნენ ეს ადამიანები თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი რეალურად არ არიან ჩართულები საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემა არის დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ მაშინ არგუმენტებით, თუ ეს დამატებები გაკეთდა, თუმცა მე დეტალების საქმის კურსში არ ვარ. პრობლემაა ის, რომ არ მოხდა მსჯელობა და სამწუხაროა, რომ უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები