25 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
პრეზიდენტს რასაც უნდა იმას დაწერს, თუმცა ეს სიმბოლური იქნება და ის არა, რაც "ქართულ ოცნებას" უნდა. ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა - პაატა მანჯგალაძე

საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კანონის გამოკეთება შეუძლებელია.

"პრეზიდენტს რასაც უნდა იმას დაწერს, თუმცა ეს სიმბოლური იქნება და ის არ იქნება, რაც "ქართულ ოცნებას" უნდა. ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა. რუსულ კანონს თუ გადაკრასკავ და დააწერ ევროპას, ის არ გახდება ევროპული ამით. "ქართულ ოცნებას" ვენეცია თუ აინტერესებდა, ასე დაჩქარებული წესით კი არ მიიღებდა მესამე მოსმენით ამ კანონს,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

თეონა აქუბარდია კი კანონთან დაკავშირებით ვეტოს მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ვეტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია პრეზიდენტის ხელში, მინიმუმ იმის, რომ ის არ იზიარებს "ქართული ოცნების" პოზიციას. პრეზიდენტმა განაცხადა რომ "ქართულ ოცნებაში" ვაჭრობაში და გარიგებაში ვეტოს მეშვეობით არ შედის. ასევე, ვეტოში სავარაუდოდ იქნება ვენეციის კომისიის ის დასკვნა, რომელსაც "ქართული ოცნება" არ დაელოდა ისე მიიღო ეს კანონი მესამე მოსმენით,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები