25 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

გარდაბაში, დის სასტიკ მკვლელობისთვის დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, სასამართლომ კი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რა დროსაც ძმა დას მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ძირს დაგდებულს, დანით, 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 31 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

ცნობილია მოტივიც. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.

 

დღის ამბები