25 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია - სალომე ზურაბიშვილი

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიღებული კანონი მნიშვნელოვნად სცდება ევროკომისიის რეკომენდაციებს.

"საქართველომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რომელსაც მომდევნო მოლაპარაკებებისთვის რეკომენდაციები მოჰყვა. ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი შუა წერტილია, სწორედ ამიტომ მოდის ამხელა ზეწოლა რუსული კანონის ხელახლა შემოღების სახით. ეს კანონიც და ბევრი სხვაც, მნიშვნელოვნად სცდება ევროკომისიის რეკომენდაციებს.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია და თბილისის ქუჩებში ქართველი საზოგადოება სწორედ ამის წინააღმდეგ და ევროპული პრინციპების დასაცავად იბრძვის. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ასე მხოლოდ რუსეთთან დაახლოებულ სახელმწიფოში ექცევა. თუმცა ჩვენ უკვე მსგავსი პროცესი გავიარეთ და ქართველ ხალხს აქვს გამოცდილება, რომელზეც ისწავლა და წინააღმდეგობა გაუწია. ახლა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით არჩევნებს და მე აუცილებლად ვიქნები პროევროპული ფრონტის ერთგული ლიდერი," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები