25 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
სამოქმედო გეგმის გაჟღერების შემდეგ, დემონსტრანტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს - პროტესტი ხვალ განახლდება

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე განთავსებული სცენიდან, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, სამოქმედო გეგმა გაჟღერდა, დემონსტრანტებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

"უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

დღის ამბები