პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტებმა შეკრება დღის განმავლობაში დაიწყეს. ადგილზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება, თუმცა, გეგმებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
როგორც დემონსტრანტები ამბობენ, სამოქმედო გეგმა სცენიდან გახდება ცნობილი. მათივე თქმით, პროტესტი იქნება უწყვეტი და ისინი მშვიდობიანად გააგრძელებენ პროტესტს.
დემონსტრაციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ. სტუდენტები, რომლებიც დღეს აუდიტორიებში არ შევიდნენ, სხვადასხვა წერტილიდან, მსვლელობით დაიძრნენ რუსთაველისკენ. საუბარია ათზე მეტ უმაღლეს სასწავლებელზე.
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში ისევ გადაკეტილია.
ცნობისთვის, თითქმის ერთი თვეა, დემონსტრანტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.