ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 150-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. დემონსტრანტები მონაწილეები ქალაქის ქუჩების დაბლოკვას ცდილობდნენ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
მედიის ცნობით, პოლიციელებმა დემონსტრანტების დაკავებისას ძალა გამოიყენეს. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
თითქმის ერთი კვირაა, აქციის მონაწილეები, მთავრობის შენობასთან ფაშინიანის გადადგომას, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციასა და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის პროცესის შეჩერებას მოითხოვენ. საპროტესტო მოძრაობას სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.