25 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
მინდა, კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო - ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა - პრემიერი

მინდა, კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის წინ ვიხილეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამაში დიდი როლი შეასრულა გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა.

"ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას - ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები