25 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე: პატრიკ ჰერნანდესი აკერმანის ინსტრუქტორი, რომელიც არეულობის დასაგეგმად ჩამოვიდა - ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, განსაკუთრებით იმ ამერიკელებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რევოლუციას გეგმავენ!

პ"ატრიკ ჰერნანდესი - აკერმანის კიდევ ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ასევე არეულობის დასაგეგმად და დასაორგანიზებელად ჩამოვიდა", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნული პირის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, კანონის წინაშე ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი და განსაკუთრებით იმ ამერიკელებმა, რომლებიც საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.

"პატრიკ ჰერნანდესი - აკერმანის კიდევ ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ასევე არეულობის დასაგეგმად და დასაორგანიზებელად ჩამოვიდა. ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, განსაკუთრებით კი იმ ამერიკელებმა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რევოლუციას გეგმავენ!!!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე. 

დღის ამბები