25 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო, სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც დიპლომატი წერს, ცენტრის ოფისი პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად, მიმდინარე აქციისა და მობილიზებული პოლიციის კორდონის გამო დროებით დაიკეტა.

"განმარტება სავიზო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტ, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება" - წერს მარკ კლეიტონი. 

დღის ამბები