25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად - ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან ისინი პროპორციულად მოქმედებენ და აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ.

მისი განმარტებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პროპორციული ძალა იქნება გამოყენებული.

"შანტაჟს და მუქარას ყველამ დაანებოს თავი. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა "გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნები ჰქონდა დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი შემოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

შესაბამისად, სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ დაარღვიონ. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პროპორციული ძალა იქნება გამოყენებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები