25 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას შეეხო

ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილა. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც.

შეხვედრას ბიზნესის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსული ბიზნესმენებიდან კომენტარი მედიასთან მხოლოდ თემურ ჭყონიამ გააკეთა და განაცხადა, რომ სხვა თემებთან ერთად, საუბარი სადავო კანონპროექტსაც შეეხო, რა დროსაც მათ ირაკლი კობახიძემ დეკლარირებულად განუცხადა, რომ "ჩვენი გზა ევროპაშია".

დღის ამბები