ევროპის დღის აღნიშვნა რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ მოგვიანებით ორბელიანის მოედანზე განაგრძო, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით ქართველი შემსრულებლებისა და ეროვნული ანსამბლების კონცერტი იმართება.
საღამო ქართული საბრძოლო ცეკვა ხორუმით გაიხსნა, რის შემდეგაც, ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.
ამ წუთებში, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებშია განათებული.