25 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - კიკვიძის პარკში ფრონტზე დაკარგული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 79 წელი გავიდა. 9 მაისს, დედაქალაქის გარდა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონშიც აღინიშნავენ.

კიკვიძის პარკში ვეტერანები შეიკრიბნენ და ფრონტზე დაკარგული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოში წელს 74 ვეტერანი აღნიშნავს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

დღეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მასთან ერთად, იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

დღის ამბები