25 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"ნაცმოძრაობას" და მის გარე მხარდამჭერებს უნდათ საქართველოში იმ ტიპის ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ყველაფერზე უსიტყვოდ დათანხმდება - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარკვეულ გარე მხარდამჭერებს უნდათ საქართველოში იმ ტიპის ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ყველაფერზე უსიტყვოდ დათანხმდება და არ დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე მოსაზრებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში უკრაინული "მაიდანის" განმეორება სურთ.

"ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარკვეულ გარე მხარდამჭერებს უნდათ საქართველოში იმ ტიპის ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ყველაფერზე უსიტყვოდ დათანხმდება და არ დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და ნურც ის გაუკვირდებათ, რომ რასაც ითხოვდა სააკაშვილი ორსული ქალის დასისხლიანებით, გვარამიას დასისხლიანებით, რაც პირდაპირ გაწერილია ასეთი ტიპის მაიდანიზაციის პროცესის განვითარებისთვის. რაც მოხდა იმ მაიდანზე - ცეცხლიც წაუკიდეს პოლიციელებს, გაურკვეველი სნაიპერებიც აღმოჩნდნენ, ვინც მომიტინგეების ამ რადიკალურ ნაწილს ესროდა, - ანუ, ქაოსი იქმნება, ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელი ხდება და ქვეყნის ბედი ჩამოიშლება,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

დღის ამბები