25 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
მარტვილში "წაჩხურობას" აღნიშნავენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული "წაჩხურობა" აღინიშნება. სადღესასწაულო ლოცვა მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები ყოველ წელს, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს ჩადიან.

ტრადიციის თანახმად, ისინი გზას ეკლესიამდე ფეხით მიუყვებიან და შვილიერების სათხოვნელად, სიმბოლურად აკვნები მიაქვთ, რომელთაც სასულიერო პირები აკურთხებენ.

დღის ამბები