25 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ - გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არჩევნებამდე დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, სახელმწიფო გადატრიალებისკენ პირდაპირ მოწოდებად აფასებს.

მისივე განმარტებით, დროებით მთავრობაზე საუბარი სწორედ ახლანდელი მთავრობის დამხობისა და ხელისუფლების გადაბარების სურვილს ნიშნავს.

"ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ეს ადამიანი არ ისვენებს და არც მოისვენებს არასდროს, ეს არის მისი კრიმინალური ბუნება. დაკავებული ადამიანი პალატიდან მოუწოდებს თავის თანამებრძოლებს, რომ დაამხონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ადამიანი პირდაპირ მოუწოდებს თავის თანამებრძოლებს, რომ არ გვინდა არჩევნები, გვინდა ტექნიკური, დროებითი მთავრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისთან დაკავშირებულმა სხვა ჯურის კრიმინალებმა დაამხონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.

რაღაც პარალელებს ავლებენ, მაგრამ თვითონ არის იანუკოვიჩი, თვითონაა პუტინიც, ქარდავაც, ახალაიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და ყველაფერი. თვითონ არის ქართული ფაშიზმის სულისჩამდგმელი, შორს რატომ მიდის?"-აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები