25 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ძალადობრივი მეთოდები რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრო სექტორის ხელწერაა - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ძალადობრივი მეთოდები რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრო სექტორის ხელწერაა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი ხმას არ იღებდა მაშინ, როდესაც რადიკალური ჯგუფები პარლამენტზე და პოლიციაზე ძალადობდნენ.

"ძალადობრივი მეთოდები რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრო სექტორის ხელწერაა. ზუსტად ეს არის ის, რომ ზღვარია წაშლილი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს შორის. ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ სად იყო ეს არასამთავრობო სექტორი, როდესაც ეს ხალხი გამოდიოდა და აბულინგებდა ტელეფონების, ზარების მესიჯების და პირდაპირი მუქარების მეშვეობით საზოგადოებას. სად იყო პარლამენტზე ძალადობის, ცეცხლი წაკიდების, სუშების დამტვრევის, პოლიციელებზე ძალადობის დროს. პოლიციელები ადამიანები არ არიან თუ ოჯახები არ ჰყავთ? ამ არასამთავრობო სექტორის სიტყვა ვინმეს გაუგია საერთოდ?" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები