25 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ეს კანონი გამომდინარეობს ქართული საჭიროებებიდან, ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ცხოვრების საჭიროებებიდან - მაკა ბოჭორიშვილი "გამჭვირვალობის შესახებ კანონზე"

უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" არ არის უნიკალური საქართველოსთვის, მსგავსი საჭიროებები სხვა ქვეყნებშიც დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიები იქაც მიმდინარეობს.

როგორ ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, საქართველოში ამ კანონის მიღების საჭიროება მწვავედ დგას და სწორედ ამიტომ, ეს კანონი გამომდინარეობს ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ცხოვრების საჭიროებებიდან.

"ეს არ არის უნიკალური საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებშიც ხდება მსგავსი დისკუსიები, თუმცა რაღაცნაირად ხდება დისტანცირება, თითქოს სხვა მომენტია, სხვა საკითხია, საქართველო სხვა შემთხვევაა. შეიძლება არის რაღაც განსხვავებები იყოს, შეიძლება არც 25 და 30 ათასი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იყოს რომელიმე ქვეყანაში და შეიძლება ასე არ დგას სხვა ქვეყანაში საჭიროება, როგორც დღეს დგას ეს საჭიროება საქართველოში. ამიტომ არის, რომ ეს კანონი გამომდინარეობს ქართული საჭიროებებიდან, ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ცხოვრების საჭიროებებიდან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები