25 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
რევოლუციას ამ ქვეყანაში არავინ აწყობს, რევოლუციას აწყობენ თვითონ ქოცები საკუთარი თავის მიმართ - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას თავისივე მმართველობა დასასრულისკენ მიჰყავს.

"იმიტომ არსებობს სხვადასხვა სამსახურები და სტრუქტურები, რომ საფრთხეები თავიდან აგვარიდონ. რევოლუციას ამ ქვეყანაში არავინ აწყობს, რევოლუციას აწყობენ თვითონ ქოცები საკუთარი თავის მიმართ.

1 თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვზეიმობდით, სტატუსს ვზეიმობდით და არავინ და არაფერი არ ყოფილა ამის გარდა, თვითონ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაფერი.

დღეს რაც შსს-მ აჩვენა რაღაც კლიპი ცხენებით რომ ჯირითობენ და ძაღლები როგორ კბენენ მიტინგის მონაწილეებს და ამით რას აკეთებენ? - ტემპერატურას წევენ მაღლა თორემ რა სჭირს ამ ხალხს ან ძაღლების საგლეჯის ან რამე მსგავსი? მე პირადად ვერ ვხვდები რატომ ხდება ეს ამბავი მაგრამ ხელისუფლებას თვითონ მიაქვს თავისი მმართველობა დასასრულისკენ.

მე შეიძლება ვერ ვხვდები და ვინმემ ამიხსნას რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.


დღის ამბები