25 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შინაარსი, გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა - პრემიერი 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საუბრისას მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.

"ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა,"  - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები