პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, გირაო შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 4000 ლარის ოდენობით მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. კობა ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.
ინციდენტი 5 მაისს მოხდა. პედაგოგ ლადო აფხაზავას და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდას, თავს სამი პირი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.