არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმში პიონერებისთვის, საქართველოს შესაძლებლობებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ATM Dubai-2024–ზე სადაც სპარსეთი ყურის ქვეყნებიდან 30-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული, საქართველოს სტენდმა ბევრი ვიზიტორის მოწონება დაიმსახურა.
ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდესი გამოფენა, კომპანიებს პარტნიორობის და ახალი ბიზნეს თანამშრომლობის საშუალებას აძლევს, მეტ შესაძლებლობას პოპულარიზაცია გაუწიონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გამოფენა ეხმარება ვიზიტორებს, რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ტურისტული ადგილების, სამთო-საზღვაო კურორტებისა და დაცულ ტერიტორიების შესახებ. ეს მანამდე, ვიდრე Fly Dubai ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ისევ განაახლებს, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა ივნისიდან ისევ შესაძლებელი იქნება.
გამოფენაზე, ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოთი დაინტერესებული ვიზიტორებისთვის, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტების ბილეთები გაათამაშა. სტუმრები, საქართველოში და scorpions-ისა და jungle-ს კონცერტებს დაესწრებიან.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, 150 ქვეყნის 2 000-ზე მეტი კომპანია და ტურისტული ორგანიზაციაა წარმოდგენილი.