11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე "ევროპის მარში“ დაიგეგმა.
მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე - რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
"ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.
სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს," - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.