25 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტის წევრები ვიყავით წინააღმდეგები გამოყენებული რეზინის ტყვიები, მაგრამ მაშინდელმა პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება - ოდიშარია 20 ივნისზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

ბექა ოდიშარია იმდროინდელ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ დეპუტატები რეზინის ტყვიების გამოყენების წინააღმდეგნი იყვნენ.

"ვისურვებდი მომესმინა პირველ რიგში გიორგი გახარიასა და მისი პარტიის წევრების პასუხი. ასევე, იყო ნახსენები იმდროინდელი სახალხო დამცველის გარკვეული ანგარიში. მე დავსვამდი შეკითხვას და საზოგადოებას მივანიშნებდი, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ერთად ხელჩაკიდებულები - შემთხვევით გიორგი გახარია და ნინო ლომჯარია ხომ არა. მათ გასცენ ჯერ პასუხი რა მოხდა, ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენების შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტის წევრები ვიყავით აბსოლუტურად წინააღმდეგები გამოყენებული რეზინის ტყვიები თუ სხვა რამ, მაგრამ მოხდა ისე, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ასე ჩანს ეს და თუ ასე არ არის - მოვუწოდებ მას რომ განმარტოს," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

 

დღის ამბები