ინციდენტი მოხდა შვედეთის საელჩოსთან, სადაც IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და "ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს მოქალაქე ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შვედეთის საელჩოში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, სწორედ ამ დროს მას გამვლელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იგივე მოქალაქე დაუპირისპირდა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსაც.