25 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
უკრაინა აცხადებს, რომ ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა აღკვეთილია

უკრაინა აცხადებს, რომ ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა აღკვეთილია. კიევის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტების ქსელი გამოააშკარავეს.

ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური "ტელეგრამ" არხზე ავრცელებს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

კიევის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები უკრაინელი მაღალჩინოსნების ჯერ მძევლად აყვანას, შემდეგ კი მათზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდნენ.

დღის ამბები