ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე აღდგება მეწყრის შედეგად დაზიანებული გალავანი და სამრეკლო.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან ერთად გაეცნო.
ადგილზე განვითარებული, მეწყრულ-ეროზიული პროცესების შედეგად, ჩამოიშალა ფერდობის ნაწილი, რამაც საფრთხე შეუქმნა სამონასტრო კომპლექსს. მეწყერმა დააზიანა კომპლექსის გალავანი და სამრეკლო.
პროცესში გეოლოგების ჩართვის შემდეგ, სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად, მომზადდა პროექტი და ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები. პროექტს საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებს.