25 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - ანრი ოხანაშვილი

შანტაჟი, მუქარა, რომ, ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი, ან დაგასანქცირებ, არ ჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ქვეყნის მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების დაწესების მუქარა ვერავის შეაშინებს.

ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უხეშად უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

"ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს. შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, რომლებზეც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები