25 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"უკრაინას დამარცხების უფლებას ვერ მივცემთ - თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, აშშ-ს მოუწევს კონფლიქტში ჩარევა არა მხოლოდ ფულით, არამედ - ჩვენი სამხედროებით" - კონგრესში დემოკრატების ლიდერი

კონგრესში დემოკრატების ლიდერი ჰაკიმ ჯეფერსი აცხადებს, რომ უკრაინა ომში თუ დამარცხდება, აშშ-ს ჩარევა მოუწევს. ეს განცხადება კონგრესმენმა ამერიკულ ტელეკომპანია "სიბიესთან" ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ჯეფერსი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და ნატო-ს დაემუქრება.

"ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას უკრაინას, დამარცხდეს, რადგან თუ ეს მოხდება, არსებობს დიდი ალბათობა, რომ აშშ-ს მოუწევს კონფლიქტში ჩარევა არა მხოლოდ ფულით, არამედ - ჩვენი სამხედროებით. პუტინი არ გაჩერდა მეზობელ საქართველოში შეჭრის შემდეგ, ყირიმის მიტაცებას მოჰყვა ჩარევა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ თანმიმდევრული აგრესიის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში წარმატების მიღწევის უფლებას მივცემთ, მაშინ ის მხოლოდ უკრაინაზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და, ლოგიკური შედეგებით, გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას," - აცხადებს წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატების" ლიდერი.

დღის ამბები