25 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საერთაშორისო სანქციები დამუქრება ყველა დეპუტატს, რომელიც მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს ამ კანონს - სალომე სამადაშვილი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე საერთაშორისო კრიტიკა არ წყდება. ოპოზიციის ნაწილს უცხოელი პარტნიორების განცხადებებიდან გამომდინარე, პერსონალური სანქციების მოლოდინი აქვს.

"ამ კანონის მიზანი არის ებრძოლოს ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ქვეყანაში დემოკრატიას. ამიტომ არის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი გადადის ლუკაშენკოს რანგის პირებში, მას ემუქრება საერთაშორისო სანქცირება და საერთაშორისო სანქციები დაემუქრება ყველა დეპუტატს, რომელიც მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს ამ კანონს,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

ასევე, ოპოზიციაში ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოების ინტერესებზე და ამბობენ, რომ სწორედ მათ არ სურთ კანონი, რომელიც განსხვავებულ აზრს ებრძვის.

"მე ველოდები არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ ბევრი სხვა ადამიანის დასანქცირებას. ვინმე რამეს კი არ გვაძალებს, უბრალოდ ჩვენი პოზიცია და ჩვენი მისწრაფებაა, რომ გვინდა ვიყოთ საერთო ცივილური სამყაროს წევრი. ჩვენ ვინმე კი არ გვეუბნება, თვითონ ვაცხადებთ ამას. ვერავინ ვერაფერს გვეტყვის თუ ჩვენ რამე არ გვინდა. თქვენ საზოგადოების პოზიცია ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება,“ - აცხადებს პარტია "ახალის" წევრი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები