25 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" არის "ორი ტრუპის" პარტია და საზოგადოებამ ეს კარგად იცის - რატი იონათამიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" არის "ორი ტრუპის" პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსხვერპლზე ნებისმიერი საუბარი, არის უკიდურესად ამორალური.

"გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები აკერმანის სახელმძღვანელოების დოქტრინებს აჟღერებენ, "ნაციონალური მოძრაობის" და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სახე არის "ორი ტრუპი", რაზეც ისინი ოცნებობდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის. "ნაციონალური მოძრაობა" არის "ორი ტრუპის" პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის," - განაცხადა იონათამიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები