ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, ქვეყანაში უკვე 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია მონასტერია. წირვა-ლოცვა რეგულარულად აღდგა ისეთ ეკლესიებშიც, სადაც მოძღვარი საუკუნის განმავლობაში არ ჰყოლიათ. ასეთია სოფელ ჭალოვანის წმინდა ბარბარეს სახელობის უძველესი ეკლესიაც, რომელიც იმერეთში, ძირულას ხეობაში მდებარეობს.
ეს წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარია საქართველოში. 10 წელია აქ უკვე მამა იოსებ სადუნიშვილი მსახურობს, რომელიც 7 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მამა იოსები ამბობს, რომ სოფლის მღვდლობა, რომელიც თავის დროზე, ჩვენ პატრიარქსაც სურდა, მისთვის განსაკუთრებული საქმე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
ავტორი: გიორგი ქორქია