ბრაზილიის სამხრეთ შტატში, რიო გრანდე-დუ სულში, წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ 67 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
წყალდიდობამ შტატის რამდენიმე რეგიონში გზები და ხიდები გაანადგურა. დატბორილია ქუჩები.