საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სადღესასწაულო ლოცვა ჩატარდა. სააღდგომო ლიტურგიას ქუთაისში, გეგუთის N14-ე ციხეში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პატიმრებთან ერთად დაესწრო.
ციხის ეკლესიაში მიიტანეს წმინდა ცეცხლიც. მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მსჯავრდებულებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მიულოცა.