25 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი აპირებს, აიძულოს უკრაინა, გადაიხადოს პროცენტი ვალზე უკვე მომავალ წელს - The Wall Street Journal

საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის კიევის BlackRock-ისა და Pimco-ის ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, აპირებენ აიძულონ უკრაინა, გადაიხადოს პროცენტი ვალზე უკვე მომავალ წელს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.

"უკრაინის უცხოელმა კრედიტორებმა 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ კიევმა შესაძლოა გადაავადოს გადახდები, თუმცა ახლა ისინი "კარგავენ მოთმინებას".

კომპანიების ჯგუფმა, რომელიც ფლობს უკრაინის ობლიგაციების მეხუთედს (20 მილიარდი დოლარი) ჩამოაყალიბა კომიტეტი. დაიქირავა იურისტები და საბანკო ექსპერტები კიევთან სიტუაციის განსახილველად.

უკრაინამ მათთან უნდა დადოს გარიგება და განაახლოს სესხის გადახდა ქვეყნის დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერის სანაცვლოდ, ითხოვენ კრედიტორები.

კრედიტორები "მოუთმენლად ელიან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას უკრაინის სუვერენული ვალის პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამსესხებლები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ 500 მილიონ დოლარამდე წლიურ საპროცენტო გადასახადს და აღნიშნეს კიდეც, რომ მათ შესაძლოა შემდგომში დამატებითი შეღავათების მიცემაც გაითვალისწინონ.

თუ კრედიტორებთან გარიგება ვერ დაიდება, უკრაინამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს.

ეს შეიძლება მოხდეს უკვე აგვისტოში, კომპანიების მიერ დაწესებული ვალების არდადეგების დასრულების შემდეგ.

დღის ამბები