25 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
დღეს და ხვალ მოქალაქეები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ - რომელი ახალი მარშრუტები დაინიშნა საღდგომოდ

5-6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - "მარჯანიშვილი", "დელისი", "სარაჯიშვილი", "ვარკეთილი", ასევე, "დიდუბის" ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან ("თბილისი ცენტრალის" პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ,"-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები