25 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

"გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – "მარჯანიშვილი", "დელისი", "სარაჯიშვილი", "ვარკეთილი", ასევე, "დიდუბის" ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან ("თბილისი ცენტრალის" პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ", – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

დღის ამბები