25 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"დებატები არის ქვაკუთხედი და აუცილებელია გულწრფელი დიალოგის დაწყება, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ხელიდან არ გაუშვათ ისტორიული შანსი" - შარლ მიშელი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც პირველ რიგში დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში, ვისაუბრეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც პირველ რიგში დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული. დებატები არის ქვაკუთხედი და აუცილებელია გულწრფელი დიალოგის დაწყება.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ისტორიული შანსი" - წერს შარლ მიშელი ფეისბუქის გვერდზე.

დღის ამბები