25 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებიან

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები მშვიდობიანად დგანან, თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები და პერიოდულად, შეძახილებით გამოთქვამენ პროტესტს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - "არა რუსულ კანონს".

ამ წუთებში, "ქართული ოცნების" ოფისიდან აქციის მონაწილეები დედაენის ბაღისკენ მიემართებიან მსვლელობით და იქ გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას.

დღის ამბები